• სასტუმროს ნომრები
  • კომფორტი
  • კოლექცია
  • პრემიუმ სერვისები
  • სასტუმროს ნომრები
  • კომფორტი
  • კოლექცია
  • პრემიუმ სერვისები

მოგესალმებით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო "ვიტა გარდენია წყალტუბოში"

ჩვენი სასტუმრო მდებარეობს კურორტ წყალტუბოში, კურორტის ცენტრალურ პარკთან (750 მ) და ყოფილ სტალინის ვილასთან (30 მ), ევკალიპტისა და კაკლის ხეივნებით გარშემორტყმული, იდეალურ, მყუდრო და წყნარ გარემოში. სასტუმროს აქვს ულამაზესი და უნიკალური ტოპიარი პარკი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ კომფორტულად დაისვენოთ მთელ ოჯახთან ერთად და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. ასევე სასტუმროს ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ უნიკალური ხედებით კურორტზე და მთელ სამგურალის პლატოზე.

გთავაზობთ 20 კომფორტულ ოთახს თანამედროვე დიზაინის, ერთადგილიანი, ორადგილიანი და სამადგილიანი კატეგორიის, აივნებით და ულამაზესი ხედებით სუბტროპიკულ ტყეზე, პარკსა და კურორტზე. თქვენს განკარგულებაშია ასევე მასაჟის ოთახი ფსევდომასაჟის პროცედურებით, გარე აუზი, სასადილო-რესტორანი, ტერასა, ღვინის მარანი, პარკინგი 20 მანქანისთვის, 3000 მ2 ტოპიარი პარკი და საპიკნიკე ადგილი. სასტუმროს შეუძლია 50-მდე სტუმრის განთავსება.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

დანიშნულება:

თბილისიდან წყალტუბომდე (243 კმ \ 3 საათი 40 წთ მანქანით)

თბილისის ავტოსადგურიდან მეტრო „დიდუბის“ მიმდებარედ ავტობუსები მიემგზავრებიან წყალტუბოში, ყოველ 1-2 საათში (ბოლო გადის 17:00 საათზე).

ქუთაისის ავტოსადგურიდან წყალტუბომდე შეგიძლიათ ავტობუსით მგზავრობა

ქუთაისის აეროპორტი - წყალტუბო კურორტ ტრანსფერი სატრანსპორტო ავტობუსით (18 კმ \ 30 წთ მანქანით)

 


სასტუმროს ნომრები

კოლექცია
იმოგზაურეთ საქართველოში „ვიტა ტრეველთან“ ერთად
სამკურნალო თერმული ბალნეო ცენტრი - წყარო N6